გაკვეთილების მასალა
ოტია იოსელიანის "ზღარბი და ჟირაფი", სასვენი ნიშნები (წერტილი, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი) (2სთ.)
მიზნები
- ლიტერატურული ტექსტის კითხვა და ანალიზი
- ლოგიკური თანმიმდევრობით თხრობა
- ლექსიკური მარაგის გამდიდრება
- პუნქტუაციური და ინტონაციური ჩვევების დაუფლება
- ორთოგრაფიული ჩვევების გამომუშავება
აქტივობები
- მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ლიტერატურულ ზღაპარს
- გადმოსცემს მის შონაარსს
- გამოთქვამს და ასაბუთებს თავის აზრს, მარტივად ახასიათებს ლიტერატურულ პერსონაჟებს
- ეუფლება ახალ ლექსიკურ ერთეულებს და მეტყველებაში იყენებს მათ
- ვარჯიშობს ორთოგრაფიაში, ინტონაციასა და პუნქტუაციაში
- წერს
- იყენებს ტექსტის ჩასწორების მარტივ ხერხებს
1. ტექსტზე მუშაობა
ა) კითხვისათვის მზადება – მოსწავლეები იხსენებენ ზღარბსა და ჟირაფს, მარტივად აღწერენ მათ, საუბრობენ მათი ცხოვრების წესზე, თავისებურებებზე (ეს დავალება შეიძლება შესრულდეს ჯგუფურად).
ბ) ტექსტის სანიმუშო კითხვა;
გ) ლექსიკურ–ფრაზეოლოგიური ანალიზი. ახალი ლექსიკური ერთეულების პრაქტიკულად გამოყენება მეტყვენებაში (რვეული, დავალება #1, პასუხები: ა) ლელი, ბ) ბუძგით, გ) აცახცახებული, დ) ხიფათის).
დ) ტექსტის ჩუმი კითხვა (ტექსტის დაყოფა ნაწილებად და თითოეული ნაწილისათვის სათაურის შერჩევა) . საორიენტაციო სათაურები: ზღარბისა და ჟირაფის შეხვედრა, ზღარბის გაოცება, ჟირაფის დაცინვა, ვეფხვის გამოჩენა, ჟირაფის მადლიერება);
ე) ტექსტის შინაარსის გადმოცემა გაბმული თხრობით, კითხვებზე პასუხით (რვეული დავალება #3).
ვ) ტექსტის გააზრება, ლიტერატურული პერსონაჟების მარტივად დახასიათება და საკუთარი აზრის დასაბუთება, წყვილებში მუშაობა (რვეული, დავალება #2,)ზ) როლებად კითხვა (ავტორი, ჟირაფი, ზღარბი).
2. ენობრივ მასალაზე დაკვირვება
ა) ტექსტის სხვადასხვა პირში (I, III) თხრობა (სახელმძღვანელო, გვ. 47)
ბ) ორთოგრაფიაზე მუშაობა (სახელმძღვანელო, გვ1; რვეული, დავალება #5. ამ სავარჯიშოში დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომები, შემდეგ სიტყვებში : ცნობისმოყვარე, შეშფოთდა, სხვადასხვა, თვითონ);
გ) ინტონაციასა და პუნქტუაციაციაში ვარჯიში (რვეული, დავალება #4). სასვენი ნიშნების დასმის შემდეგ ტესტი ასეთ სახეს მიიღებს: "ეკლიან ზღარბს ზალზე გაუკვირდა გრზელკისერა ჟირაფის დანახვა.
- შენ ვინახარ?
- მე ჟრაფი ვარ. შენ კი რა სულიერი ხარ? ეს რა ბუძგი წამოგიხურავს?
- მე ზღარბი ვარ და ჩემი ეკლებით ვეფხვის დაკოჭლებაც კი შემიძლია!";
დ) სინონიმებზე მუშაობა (რვეილი, დავალება #6, პასუხები : მუდო–თხუნელა, აკანკალებული–აცახცახებული, საშიშროება–ხიფათი, გაკვირვებული–გაოცებილი, სულდგმული–სულიერი)