Saturday, January 10, 2009

გაკვეთილის გეგმა–კონსპექტი ქართულში

ქართული

გაკვეთილების მასალაBold

ოტია იოსელიანის "ზღარბი და ჟირაფი", სასვენი ნიშნები (წერტილი, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი) (2სთ.)

მიზნები
  • ლიტერატურული ტექსტის კითხვა და ანალიზი
  • ლოგიკური თანმიმდევრობით თხრობა
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება
  • პუნქტუაციური და ინტონაციური ჩვევების დაუფლება
  • ორთოგრაფიული ჩვევების გამომუშავება

აქტივობები

  • მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ლიტერატურულ ზღაპარს
  • გადმოსცემს მის შონაარსს
  • გამოთქვამს და ასაბუთებს თავის აზრს, მარტივად ახასიათებს ლიტერატურულ პერსონაჟებს
  • ეუფლება ახალ ლექსიკურ ერთეულებს და მეტყველებაში იყენებს მათ
  • ვარჯიშობს ორთოგრაფიაში, ინტონაციასა და პუნქტუაციაში
  • წერს
  • იყენებს ტექსტის ჩასწორების მარტივ ხერხებს

1. ტექსტზე მუშაობა

ა) კითხვისათვის მზადება – მოსწავლეები იხსენებენ ზღარბსა და ჟირაფს, მარტივად აღწერენ მათ, საუბრობენ მათი ცხოვრების წესზე, თავისებურებებზე (ეს დავალება შეიძლება შესრულდეს ჯგუფურად).

ბ) ტექსტის სანიმუშო კითხვა;

გ) ლექსიკურ–ფრაზეოლოგიური ანალიზი. ახალი ლექსიკური ერთეულების პრაქტიკულად გამოყენება მეტყვენებაში (რვეული, დავალება #1, პასუხები: ა) ლელი, ბ) ბუძგით, გ) აცახცახებული, დ) ხიფათის).

დ) ტექსტის ჩუმი კითხვა (ტექსტის დაყოფა ნაწილებად და თითოეული ნაწილისათვის სათაურის შერჩევა) . საორიენტაციო სათაურები: ზღარბისა და ჟირაფის შეხვედრა, ზღარბის გაოცება, ჟირაფის დაცინვა, ვეფხვის გამოჩენა, ჟირაფის მადლიერება);

ე) ტექსტის შინაარსის გადმოცემა გაბმული თხრობით, კითხვებზე პასუხით (რვეული დავალება #3).

ვ) ტექსტის გააზრება, ლიტერატურული პერსონაჟების მარტივად დახასიათება და საკუთარი აზრის დასაბუთება, წყვილებში მუშაობა (რვეული, დავალება #2,)ზ) როლებად კითხვა (ავტორი, ჟირაფი, ზღარბი).

2. ენობრივ მასალაზე დაკვირვება

ა) ტექსტის სხვადასხვა პირში (I, III) თხრობა (სახელმძღვანელო, გვ. 47)

ბ) ორთოგრაფიაზე მუშაობა (სახელმძღვანელო, გვ1; რვეული, დავალება #5. ამ სავარჯიშოში დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომები, შემდეგ სიტყვებში : ცნობისმოყვარე, შეშფოთდა, სხვადასხვა, თვითონ);

გ) ინტონაციასა და პუნქტუაციაციაში ვარჯიში (რვეული, დავალება #4). სასვენი ნიშნების დასმის შემდეგ ტესტი ასეთ სახეს მიიღებს: "ეკლიან ზღარბს ზალზე გაუკვირდა გრზელკისერა ჟირაფის დანახვა.

  • შენ ვინახარ?
  • მე ჟრაფი ვარ. შენ კი რა სულიერი ხარ? ეს რა ბუძგი წამოგიხურავს?
  • მე ზღარბი ვარ და ჩემი ეკლებით ვეფხვის დაკოჭლებაც კი შემიძლია!";

დ) სინონიმებზე მუშაობა (რვეილი, დავალება #6, პასუხები : მუდო–თხუნელა, აკანკალებული–აცახცახებული, საშიშროება–ხიფათი, გაკვირვებული–გაოცებილი, სულდგმული–სულიერი)

დამატებითი ლიტერატურა და ტესტები

ტესტები

ტესტების წიგნი
ნ. მაღლაკლიძე, ც. ყურაშვილი

"გამოსცადე შენი თავი" ( სავარჯიშოები და ტესტები ქართულში მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის უნარ–ჩვევათა გამომუშავებისა და თვითშეფასებისათვის)


ლიტერატურა

ა) ქ. გოჩიტაშვილი, ნ. დანელია
"სავარჯიშო რვეული ქართულ მართლწერაში"
ბ) ნ . მაღლაკელიძე
"ქართული ენის სწავლების მეთოდიკა"
გ) "ქართველი მეფეები"
დ) ტ. ზოზრაშვილი
"დიდი ქართველები"
ე) ი. გოგებაშვილი – მოთხრობები
"ბუნების კარი"
ვ) ქართველი პოეტების ლექსები
ზ) "საბავშვო ისტორიები"
თ) ქართული ხალხური ზღაპრები
ი) ქართველო და საზღვარგერეთელი მწერლების მოთხრობები
კ) საბავშვო ენციკლოპედიები

Thursday, January 8, 2009

CV

რეზიუმე (CV)

პირადი მონაცემები


სახელი და გვარი: მზია ლომთათიძე-გაბისონია
დაბადების თარიღი: 09. 04. 1956 წ.
მისამართი: ცაბაძის ქ. #2, ბ.10, თბილისი
ტელეფონი
სახლი: 34 54 52
სამსახური: 95 07 64
მობილური: 899 50 73 31


განათლება


1973 - 1977 თბილისის ა.ს. პუშკინის სახელმიფო ინსტიტუტი, დაწყებითი
კლასების პედაგოგოიკა და მეთოდიკა.

1963 - 1973 114 -ე საშუალო სკოლა თბილისი
1964 - 1971 114-ე სკოლასთან არსებული შვიდწლედი

2007USAID - IREX” კურსები კომპიუტერისა და
ინტერნეტის საფუძვლებში

2008 ტრეინინგი “ირმის ნახტომი" - "LINUX"

2007 - 2008 ტრეინინგი “ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვა”

1984,1989,1993, კვალიფიკაციის ამაგლების მოსამზადებელი კურსები დაწყებით
1997,2000,2004, კლასებში


სამუშაო პრაქტიკა


1973 _ 1977 ქ. თბილისის მე–12–ე საშუალო სკოლა,
დაწყებითი კლასების პედაგოგი

1997 _ 2000 ქ. თბილიოსის ა. საჯაიას სახელობის იტალიური კოლეჯი,
დაწყებითი კლასების პედაგოგი

2000 _ დღემდე ქ. თბილისის 63–ე საჯარო სკოლა, დაწყებითი კლასების პედაგოგი


კომპიუტერის ცოდნა


"Microsoft Word & Linux", საოფისე აპარატურის მომზადება


ენები

ქართული – მშობლიური; რუსული – კარგი; ინგლისური – ლექსიკონის დახმარებით;

რეკომენდაციები

რეკომენდაციები მოწოდებული იქნება მოთხოვნილებისამებრ.